ლიონელ მესი
Aa
Aa

მხოლოდ ხელმოწერაა საჭირო | მესის ალ-ჰილალში გადასვლა დროის ამბავია

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი კარიერას საუდის არაბეთში, „ალ-ჰილალის“ რიგებში გააგრძელებს. გუშინ, დაიწერა, რომ „ლა პულგამ“ გრანდიოზული შეთავაზება მიიღო და როგორც ჩანს, ადგილსამყოფლის გამოცვლას დათანხმდა.

ცნობილი ჟურნალისტის, რუდი გალეტის ინფორმაციით, მხარეებს შორის პირადი შეთანხმება უკვე მიღწეულია. არგენტინელი შემტევი 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ყოველ სეზონში, მისი ანაზღაურება 500 მილიონი აშშ დოლარი იქნება.

გალეტის ინფორმაციით, ერთადერთი, რაც ტრანსფერის გაოფიციალურებას აკლია, მესის ხელმოწერაა. ლეო კონტრაქტს საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ გააფორმებს და მისი საუდის არაბეთში გადასვლა დროის ამბავია.

საინტერესოა, რომ მესის მომავალზე ესპანელი ჟურნალისტი, ჟერარ რომეროც საუბრობს. ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ „ლა პულგას“ კვლავინდებურად „ბარსელონაში“ დაბრუნება სურს, თუმცა ნერვიულობს, რადგან „ბლაუგრანასგან“ სათანადო წინადადება ჯერ კიდევ არ მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს“ - ომალი მერაბზე და ქურთუკზე
„კარგი კარიერა აქვს, მაგრამ მაინც არავის აინტერესებს“ - ომალი მერაბზე და ქურთუკზე