სევილია, რომა, ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

“ფინალში ისტორია არ თამაშობს“ - მოურინიო სევილიასთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის ფინალში ერთმანეთს „სევილია“ და „რომა“ დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ, „ჯალოროსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

მოურინიო:

„ჩვენ უფრო დიდი გზა გავიარეთ განსხვავებით ჩვენი მეტოქისგან, რადგან ისინი აქ ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდნენ. ფინალში გასასვლელად 14 თამაში ვითამაშეთ და უდავოა, რომ დავიმსახურეთ. მე ვიტყოდი, რომ ისტორია არ თამაშობს, მაგრამ ჩემი თანამემამულე კოლეგა ასე არ ფიქრობს. „სევილიაში“ ფიქრობენ, რომ ეს მათ უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ ასე არ არის.

მათთვის ევროპის ლიგის ფინალში თამაში ნორმაა, ჩვენთვის კი არაჩვეულებრივი მოვლენაა. „სევილიას“ გულშემატკივრებისთვის ეს ფინალი ლა ლიგის ტურის მატჩს ჰგავს. „რომასთვის“ ახალი ისტორიაა. მადრიდში ჩემი კოლეგები ამბობენ, რომ „სევილიას“ შესანიშნავი გუნდი ჰყავს. ყველა ფეხბურთელი მაღალი დონის არის, მაგრამ ისინი არ იცნობენ ჩემს ბიჭებს.

„სევილიას“ ჩვენზე დიდი ბიუჯეტი აქვს. წელს, რამდენიმე ფეხბურთელი მეორე გუნდიდან დავაწინაურე და მათ გაამართლეს. აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ფეხბურთელები დიდი ხანია ერთად თამაშობენ და უფრო მეტი გამოცდილება აქვთ. დიბალას 20-30 წუთი ექნება.“

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის ფინალი „სევილიასა“ და „რომას“ შორის 31 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუსკეტსი: “ევროპის ფარგლებს გარეთ ვითამაშებ და შემდეგ მწვრთნელი გავხდები“
ბუსკეტსი: “ევროპის ფარგლებს გარეთ ვითამაშებ და შემდეგ მწვრთნელი გავხდები“