პსჟ, ასტონ ვილა, მადრიდის რეალი, მარკო ასენსიო
Aa
Aa

პსჟ და ასტონ ვილა - სად გააგრძელებს ასენსიო კარიერას

ცნობილია, რომ მარკო ასენსიო მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალს“ დატოვებს. ესპანელ გარემარბზე ევროპაში ნამდვილი ნადირობა გამოცხადდა.

უახლეს ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ყველაზე დიდ ინტერესს „ასტონ ვილა“ იჩენს, რომელიც გასულ კვირას „სამეფო კლუბს“ დაუკავშირდა. მოლაპარაკება დღესაც მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არც „ბლანკოსს“ და არც მარკოს არ უთქვამთ.

რომანოს თქმით, ასენსიოს ტრანსფერისთვის „პარი სენ ჟერმენიც“ იბრძვის. ასევე, რადარზეა რამდენიმე იტალიური კლუბი, თუმცა მათი ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

ცნობისთვის, ასენსიო მადრიდის „რეალს“ 2014 წელს შეუერთდა, თუმცა პირველ გუნდში 2016 წელს დაწინაურდა. 2016 წლიდან დღემდე, მარკომ „სამეფო კლუბის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 285-ჯერ მოირგო, 61 გოლი გაიტანა და 32 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლუის ენრიკე? მას პრემიერ ლიგაში მუშაობა სურს“ - დე ლაურენტისი ბოლოდროინდელ ჭორებზე
„ლუის ენრიკე? მას პრემიერ ლიგაში მუშაობა სურს“ - დე ლაურენტისი ბოლოდროინდელ ჭორებზე