ლუტონი
Aa
Aa

რეკორდული სვლა - ლუტონი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

„ლუტონმა“ ჩემპიონშიფში პლეი-ოფი მოიგო და 2023/24 წლების სეზონიდან პრემიერ ლიგაში ითამაშებს.

რობ ედვარდსის გუნდმა პლეი-ოფის ფინალში „ქოვენთრის“ პენალტების სერიაში მოუგო და 1991/92 წლების სეზონის შემდეგ, უმაღლეს დივიზიონში პირველად ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის დაარსების შემდეგ, „ლუტონი“ ლიგაში პირველად აღზევდა.

„ლუტონმა“ ინგლისური ფეხბურთის რეკორდიც გაიმეორა. კერძოდ, ისტორიაში მე-4 დივიზიონიდან პრემიერ ლიგამდე ასე სწრაფად მხოლოდ 2 გუნდი ასულა. ეროვნული ლიგიდან აღზევების შემდეგ, გუნდს პრემიერ ლიგაში მოსახვედრად მხოლოდ 9 წელი დასჭირდა: „ლიტონმა“ 2014 წელს მიაღწია ლიგა 2-ს, 2018 წელს - ლიგა 1-ში გადავიდნენ, 2019 წელს ჩემპიონშიფში. მხოლოდ „უიმბლდონმა“ შეძლო ამის გაკეთება - 1977 წლიდან 1986 წლამდე პერიოდში.

„ლუტონის“ ნახევარმცველი პელი რუდოკ-მპანზუ გახდა პირველი მოთამაშე, რომელიც მეხუთე დივიზიონიდან ერთ გუნდთან ერთად პრემიერ ლიგამდე მივიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - წერს იტალიური გამოცემა
„ჩემპიონისა და ჭადრაკის დედოფლის შეხვედრა ნეაპოლში“ - წერს იტალიური გამოცემა