ანხელ დი მარია
Aa
Aa

თუ მესი დაიბრუნეს, შესაძლოა ბარსამ დი მარიაც გაიფორმოს

მას შემდეგ, რაც ტურინის „იუვენტუსს“ სერია A-ში ქულები კიდევ ერთხელ ჩამოაკლდეს, მასიმილიანო ალეგრის გუნდი ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა, რამაც „ბებერი ქალბატონის“ რიგებში რამდენიმე ფეხბურთელის სამომავლო გეგმები შეცვალა, მათ შორის ანხელ დი მარიაც არის.

35 წლის არგენტინელი გუნდის შეცვლას გეგმავს და ისიც ცნობილია, რომ ევროპიდან წასვლას არ აპირებს, რადგან კოპა ამერიკაზე არგენტინის ნაკრებში თამაში აქვს დაგეგმილი, რისთვის შესაბამის ფორმაში ყოფნა სჭირდება.

დი მარია სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. Relevo-ს ცნობით, მისთვის ყველაზე საინტერესო ორი ვარიანტი შეიძლება იყოს - „ბენფიკა“ და „ბარსელონა“. პორტუგალიურ კლუბს, სადაც ანხელმა ევროპული კარიერა დაიწყო, ფეხბურთელის დაბრუნება სურს.

თავის მხრივ, „ბარსელონა“ დი მარიას უკვე რამდენიმე წელია პოტენციურ ტრანსფერად განიხილავს. შარშან მხარეები შეთანხმებასთანაც ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ საბოლოო შეთანხმებას მაინც ვერ მიაღწიეს.

ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა: „ბლაუგრანას“ შეუძლია დი მარია გაიფორმოს, თუ ერთ-ერთი ფეხბურთელი გუნდიდან წავა და ლიონელ მესი დაბრუნდება.

უკვე გადაწყვეტილია, რომ სეზონის ბოლოს „ბარსას“ ბუსკეტსი და ალბა ტოვებენ. მოსალოდნელია, რომ კლუბი კიდევ მინიმუმ 2-3 მოთამაშეს გაყიდის, რაც ახალ ტრანსფერებს ხელს შეუწყობს.

მესი და დი მარია ახლო მეგობრები არიან და ლეოს „ბარსელონაში“ შესაძლო დაბრუნებამ დიდი შანსია მის გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ერთ-ერთ ვარიანტად რჩება. კლუბს საბოლოო გეგმა ჯერ არ გაუსაჯაროებია. ყველაფერი ლა ლიგაზეა დამოკიდებული, რომელმაც ჟოან ლაპორტას ფინანსური გეგმა უნდა მოიწონოს, რის შემდეგაც კატალონიელები ბაზარზე თამამად მოქმედებას შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეთანხმება შედგა - ბელინგემი რეალში ითამაშებს
შეთანხმება შედგა - ბელინგემი რეალში ითამაშებს