ვინისიუს ჟუნიორი
Aa
Aa

სასჯელი შეუმსუბუქეს | ვალენსიას აპელაციამ შედეგი გამოიღო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ სასჯელი შეუმსუბუქეს. „რეალთან“ გამართული მატჩისას მომხდარი რასისტული სკანდალის შემდეგ, „ღამურები“ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ „ღამურები" დასაჯა, რასაც „ჩემ“ უსამართლო გადაწყვეტილება უწოდა და ვერდიქტი გაასაჩივრა.

ძველი გადაწყვეტილების მიხედვით, მარიო კემპესის სახელობის ტრიბუნა, საიდანაც ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს, გულშემატკივრებისთვის 5 მატჩით უნდა დაკეტილიყო, კლუბს კი ჯარიმის სახით 45 000 ევრო გადაეხადა. „ვალენსიას“ აპელაციამ შედეგი გამოიღო და „ღამურებს“ სასჯელი შეუმსუბუქეს.

ოფიციალური გადაწყვეტილების მიხედვით, ზემოთ ხსენებული ტრიბუნა ქომაგებისთვის მხოლოდ 3 მატჩის განმავლობაში იქნება დაკეტილი, კლუბი კი 45 000 ევროს ნაცვლად, 27 000 გადაიხდის. საინტერესოა, რომ „ჩეს“ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაც შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ „მესტალიაზე“ გამართული მატჩისას, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, „ვალენსიას“ გულშემატკივრებმა ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შინაარსის შეურაცხყოფა მიაყენეს და მისი მისამართით სიტყვა „მაიმუნს“ სკანდირებდნენ. შეხვედრის მიწურულს, ბრაზილიელსა და „ღამურების“ ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და მსაჯმა „ვინის“ წითელი ბარათი უჩვენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი თურქეთიდან | მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა
ინტერესი თურქეთიდან | მიქაუტაძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა