მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ნაწილებად დაგშლი“ - სეხუდომ მერაბს რუსულად მიმართა

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა ჰენრი სეხუდომ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. „ტრიპლ სიმ“ შონ ომალისთან დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ჩხუბის სურვილი გამოთქვა და მერაბ დვალიშვილს რუსულად მიმართა.

„ალჯამეინ სტერლინგმა დენა უაითთან ფულის თამაში დაიწყო. ეს მეც გამიკეთებია და ვიცი, რომ კარგი არაფერი მოაქვს. ალჯო დროის გაყვანას ცდილობს და სწორედ ამიტომ გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც აღვნიშნე, რომ დენასგან მხოლოდ თარიღი იყო საჭირო. თუ სტერლინგი ფულის თამაშს თამაშობს, მზად არაა და დრო სჭირდება, მოდით, ჩემსა და შონ ომალის შორის დროებითი საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლა გავმართოთ. ახლა რეიტინგში მე-3 ნომერი ვარ და კარგ მდგომარეობაში ვიმყოფები. მერაბთან ჩხუბი მინდოდა და მზად ვარ, დაველოდო, მაგრამ თუ ომალისთან ბრძოლის შანსი გაჩნდა, ოქტაგონზე გასვლაზე 100 პროცენტით თანახმა ვიქნები.

თუ ომალისთან ბრძოლის ჩანიშვნა არ გამოვიდა, დვალიშვილს დაველოდები. ასე რომ, მერაბ, თავი ჯერ არ დაგიძვრენია. მანქანა, როგორც მეტოქე, ძალიან მომწონს და სულერთია, 3-რაუნდიანი დაპირისპირება იქნება თუ 5-რაუნდიანი. მას კარდიოს მეფეს უწოდებენ, მაგრამ აქ ტიტულის მოსაგებად ვარ და ვფიქრობ, მერაბი ჩემთვის ხელსაყრელი მოწინააღმდეგეა. მას და სტერლინგს განსხვავებული სტილი, მაგრამ ერთნაირი ტაქტიკა აქვთ და ვიცი, რა უნდა გავაკეთო, რათა დვალიშვილთან გავიმარჯვო. ასე რომ, მერაბ, დაგელოდები და я тебе порву (ნაწილებად დაგშლი)“.


შეგახსენებთ, რომ „მანქანამ“ ხელის ოპერაცია გაიკეთა და როგორც თავად აღნიშნა, დარტყმის განხორციელება 3 თვით აუკრძალეს, ხოლო ვარჯიშს 6 კვირაში დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამატული მატჩი - ირაკლი აზაროვმა სერბეთის თასი მოიგო
დრამატული მატჩი - ირაკლი აზაროვმა სერბეთის თასი მოიგო