ჰარი კეინი, ერიკ ტენ ჰაგი
Aa
Aa

იუნაიტედის მთავარი სამიზნე - ტენ ჰაგი კეინით შეპყრობილია

„მანჩესტერ იუანიტედი“ ზაფხულში შემადგენლობას გააძლიერებს. ერიკ ტენ ჰაგს ამის გარანტია აქვს და საამისოდ კლუბი დაახლოებით 200 მილიონსაც გამოუყოფს.

The Guardian-ის ცნობით, ტენ ჰაგის მთავარი სამიზნე ჰარი კეინია. წყარო წერს, რომ ნიდერლანდელი მისით შეპყრობილია და კლუბს ინგლისელის შეძენას სთხოვს.

წყარო წერს, რომ ტენ ჰაგი მიუხედავად დიდი სურვილისა, კეინს მთელი ზაფხული არ მოუცდის და თუ მოლაპარაკებები გაიწელა, მასზე უარს იტყვის. აქედან გამომდინარე „მანკუნიანელები“ „ტოტენჰემისთვის“ ოფიციალური წინადადების გაგზავნას რაც შეიძლება სწრაფად გეგმავს.

„იუნაიტედი“ ასევე ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერსაც განიხილავდა, თუმცა ნიგერიელი 150 მილიონად არის შეფასებული და კლუბი ამხელა თანხის გადახდას არ აპირებს.

ჰარი კეინის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. თუ, „ტოტენჰემი“ მას ამ ზაფხულს არ გაყიდის, მათ მხოლოდ 2 გზა დარჩებათ - მას ახალი ხელშეკრულება უნდა გაუფორმონ, ან მას უფასოდ დაკარგავენ.

„მანჩესტერ იუნაიტედს“ სჯერა, რომ კეინის ეს ნაბიჯი მათ ტიტულის პრეტენდენტად აქცევს.

გარდა ამისა, ტენ ჰაგი ნახევარდაცვის გაძლიერებაზეც ფიქრობს და „ჩელსიდან“ მეისონ მაუნტის გადაბირებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?
პოზიციის შეცვლა და 90 მილიონის დაკარგვა - რა დაუჯდება მბაპეს რეალში წასვლა?