ბარსელონა, ლიონელ მესი, ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი: “მესის ბარსელონა, რომ ვუხსენე თვალები გაუბრწყინდა“

Via Sport-თან საუბრისას რობერტ ლევანდოვსკიმ მისი და ლეო მესის შეხვედრის დეტალები გაიხსენა. პოლონელი და არგენტინელი შემტევები ერთმანეთს Laureus Awards-ის დაჯილდოების ცერემონიაზე შეხვდნენ.

ლევანდოვსკი:

„საიდუმლოს გაგიხელთ. როდესაც მე და ლიონელი შევხვდით უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ. როდესაც „ბარსელონა“ ვახსენე მას თვალები გაუბრწყინდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან მას ეს გუნდი მთელი გულით უყვარს. ის ხომ აქ გაიზარდა? მესის კატალონიაში სახლი აქვს და ხშირად ჩამოდის. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, „ბარსელონა“ მისი სახლია.

ვითამაშებდი, თუ არა მასთან ერთად? რა თქმა უნდა!! ყოველთვის მომწონდა ისეთი ფეხბურთელების გვერდით თამაში, რომლებსაც ფეხბურთი კარგად ესმით. ლეო ამაში საუკეთესოა. ბოლო წლებში, მან სტილი შეიცვალა და უფრო მეტად „ათიანის“ პოზიციაზე გვევლინება.“

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მესი „პარი სენ ჟერმენს“ დატოვებს. აქტიურად მიმდინარეობს საუბრები, რომ ის „ბარსელონაში“ დაბრუნება, თუმცა ჰორიზონტზე საუდის არაბეთის წარმომადგენელი „ალ ჰილალი“ ჩანს, რომელიც მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს წელიწადში 400 მილიონ ევროს სთავაზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ალბა ბარსელონადან მიდის
ოფიციალურად - ალბა ბარსელონადან მიდის