ჩელსი, ტიაგო სილვა
Aa
Aa

ჩელსი წინააღმდეგი არ იქნება - სილვას საუდის არაბეთიდან ეპატიჟებიან

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com იუწყება, რომ ტიაგო სილვას საუდის არაბეთიდან დაუკავშირდნენ და ტრანსფერი შესთავაზეს. ჯერჯერობით უცნობია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც „ჩელსის“ კაპიტანს ეპატიჟებიან.

ვეტერანმა ბრაზილიელმა, მიმდინარე წლის თებერვალში „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 1 წლით გაახანგრძლივა. თავის მხრივ, ლონდონურ კლუბს მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ, თუ წყაროს დავუჯერებთ, კარგი შეთავაზების შემთხვევაში „ჩელსი“ თანახმა იქნება.

სიტუაცია შეიძლება იმან გაართულოს, რომ სულ მალე „არისტოკრატებს“ მაურისიო პოჩეტინო ჩაიბარებს და სილვას გამოცდილების მქონე ფეხბურთელის გაშვება კარგი ამბავი არ იქნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ სეზონში „ჩელსი“ ვერცერთ ევროპულ ტურნირზე ვერ ითამაშებს, რადგან ამ მომენტისთვის ლამპარდის ბიჭები სატურნირო ცხრილში 43 ქულით მე-12 ადგილზე იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო „ჩელსის“ 2020 წლის აგვისტოში შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში, სილვამ „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 116-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სირთულეების გადალახვის საოცარი უნარი აქვს“ - პიმენტა პოგბაზე
„სირთულეების გადალახვის საოცარი უნარი აქვს“ - პიმენტა პოგბაზე