პოლ პოგბა
Aa
Aa

„სირთულეების გადალახვის საოცარი უნარი აქვს“ - პიმენტა პოგბაზე

პოლ პოგბას აგენტმა რაფაელა პიმენტამ ფრანგ ფეხბურთელზე ისაუბრა. მისი თქმით, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის მენტალური მდგომარეობა შთამბეჭდავია. პიმენტას კომენტარს Calciomercato ავრცელებს.

„მისი მენტალური სიმტკიცე შთამბეჭდავია. ეს მაგიურია. მას სირთულეების გადალახვის საოცარი უნარი აქვს. ფეხზე დგება, წინ მიიწევს და უკან არ იყურება. ახლა მას აღდგენისთვის დრო სჭირდება. დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პოგბას არ ახასიათებს გაჩერება და წარსულზე ფიქრი, თუ რა მოხდა. ის წინ იყურება.

ყოველთვის ამბობს, რომ „იუვენტუსში“ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი“.

30 წლის პოლ პოგბამ ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა. მას თითქმის მთელი სეზონი გაუცდა, „იუვენტუსის“ სასტარტო შემადგენლობას სერია ა-ს 35-ე ტურში „კრემონეზესთან“ დაუბრუნდა, თუმცა ტრავმის გამო 24-ე წუთზე შეცვალეს და მისთვის სეზონი ამ შეხვედრით დასრულდა.

შეგახსენებთ, პოგბამ მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და სეზონის დიდი ნაწილი ამიტომ გაუცდა, „კრემონეზესთან“ კი აქილევსის მყესი დაუზიანდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები