ლივერპული, მადრიდის რეალი, ენდრიუ რობერტსონი
Aa
Aa

მარცხენა მცველის პრობლემა - რეალს რობერტსონი უნდა

მადრიდის „რეალი“ მარცხენა მცველის ძიებაშია. რეალურად, „სამეფო კლუბს“ ამ პოზიციაზე ორი ნომინალური მარცხენა მცველი ჰყავს. საუბარი დავიდ ალაბაზე და ფერლან მენდიზეა.

როგორც ცნობილია, ავსტრიელ უკანახაზელს დიდი ხანია ცენტრალურ პოზიციაზე სურს თამაში და ანჩელოტი სწორედ ამ პოზიციაზე ათამაშებს. რაც შეეხება მენდის, ფრანგის თამაში „სამეფო კლუბის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა.

აქედან გამომდინარე, მიმდინარე სეზონში „რეალის“ დაცვის მარცხენა ფლანგზე ედუარდო კამავინგა მოგვევლინა და დაკისრებულ მოვალეობას თავი საკმაოდ კარგად გაართვა, მაგრამ ამით ბედნიერი  არ გახლავთ, რადგან მას ნახევარდაცვაში სურს თამაში.

აქედან გამომდინარე, „რეალის“ ხელმძღვანელობა ახალი მარცხენა მცველის ძიებაშია. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, „ბლანკოსი“ ენდრიუ რობერტსონს უმიზნებს და მასში 50 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველს მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, „სამეფო კლუბს“ მისი შეძენა გაუჭირდება. მადრიდში იმედი აქვთ, რომ ენდრიუს ახალი გამოწვევები და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის სურვილი ექნება. შეგახსენებთ, რომ „ლივერპული“ მომავალ სეზონში ევროპის ლიგაზე ითამაშებს.

ასევე შეგახსენებთ, რობერტსონი იურგენ კლოპის გუნდის 2017 წელს შეუერთდა. დღემდე ენდრიუმ „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 267-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 63 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ფორმა უნდა შევინარჩუნოთ“ - გუარდიოლა ფეხბურთელებზე ნერვიულობს
“ფორმა უნდა შევინარჩუნოთ“ - გუარდიოლა ფეხბურთელებზე ნერვიულობს