პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“ფორმა უნდა შევინარჩუნოთ“ - გუარდიოლა ფეხბურთელებზე ნერვიულობს

„მანჩესტერ სიტიმ“ პრემიერ ლიგა მოიგო და წინ კიდევ ორი ფინალი ელოდება. „ქალაქელები“ ჯერ Fa Cup-ზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან, ხოლო შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ინტერს“. პეპ გუარდიოლა საკუთარი ფეხბურთელების მოტივაციაზე ნერვიულობს და მათ ამის შესახებ ესაუბრა.

ესპანელი სპეციალისტის თქმით, მათ დონე არ უნდა დააგდონ და მაქსიმალური კონცენტრაცია შეინარჩუნონ.

გუარდიოლა:

„მირჩევნია ახლა უკვე ჩემპიონი ვიყო. ჩემს ფეხბურთელებს, პრემიერ ლიგის მოგების შემდეგ წვეულება ჰქონდათ. არ ვიცი ახლა როგორ არიან. უნდა ესმოდეთ, რომ მათ ორი მძიმე მატჩი ელოდებათ, სადაც ძალიან ბევრი უნდა ირბინონ. ფინალისთვის მომზადების საუკეთესო გზა მზადყოფნაა.

სტანდარტს ფეხბურთელები ადგენენ და ამისთვის მათ საუკეთესო ფორმა და დონე უნდა შეინარჩუნონ. შესაძლოა ენერგიამ დაიკლოს და ეს ნორმალურია. მაგალითად, „არსენალი“ მხოლოდ პრემიერ ლიგაში თამაშობს. ჩვენ კი 3 ტურნირზე ვართ. ფეხბურთელები საკუთარ ფიზიკურ ფორმას უნდა გაუფრთხილდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „იუნაიტედმა“ და „ინტერმა“ დაგვაზიანონ.“

შეგახსენებთ, რომ Fa Cup-ის ფინალი 3 ივნისით თარიღდება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის 10 ივნისს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე კი ორი ტური დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარგი თამაში დაუფასდა - ზურიკო ტურის სიმბოლურში მოხვდა
კარგი თამაში დაუფასდა - ზურიკო ტურის სიმბოლურში მოხვდა