ჯონათან ტა
Aa
Aa

ჯონათან ტა და ბაიერნი ტრანსფერზე შეთანხმდნენ

„ლევერკუზენის“ ცენტრალური მცველი, ჯონათან ტა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლას დათანხმდა. ამის შესახებ ჟურნალისტი, სანტი აუნა წერს.

მისი წყაროს ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი ბუნდესლიგის მოქმედ ჩემპიონთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც იწერება, 29 წლის ტას ხელფასი სეზონზე 14 მილიონი ევრო იქნება.

მისი მოქმედი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2025 წლის 30 ივნისს იწურება და აღარ გახანგრძლივდება. ამრიგად, ის „ბაიერნს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

მანამდე ჯონათანის მიმართ ინტერესს იჩენდნენ „რეალი“, „ბარსელონა“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და რამდენიმე იტალიური კლუბი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ტამ 49 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზეა“ | კვარაცხელია ნაპოლის გულშემატკივრობს
„ყოფილ თანაგუნდელებთან მუდმივ კონტაქტზეა“ | კვარაცხელია ნაპოლის გულშემატკივრობს