კლაუდიო ტაპია
Aa
Aa

„შენი დრო დასრულდა“ - ამ ასაკში შენზე ასე ამბობენ, ლეომ კი მუნდიალი მოიგო“

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის (AFA) პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ ლიონელ მესის მომავალზე ისაუბრა და ასევე მსოფლიო ჩემპიონატის თემასაც შეეხო.

„მინდა, რომ ლეომ თამაში გააგრძელოს და ამისგან სიამოვნება მიიღოს. დღეს ვხედავთ, როგორ სიამოვნებს მას და თავს ბედნიერად, ამაყად გრძნობს. მან გამოიარა ბევრი არც თუ ისე კარგი მომენტი, რომელიც მისთვის ძალიან უსამართლო იყო, ასევე მისი თაობის მიმართ.

დღეს ვფიქრობ, რომ ამ მუნდიალზე ლეოს საუკეთესო ვერსია ვნახეთ, ის ყოველ მომდევნო მატჩს უკეთ თამაშობდა. მან მოახერხა მსოფლიო ჩემპიონი გამხდარიყო იმ ასაკში, რომ, ალბათ, ასეთ დროს ბევრი ამბობს: „აი, შენი დრო დასრულდა". ასეთი რაღაცები ფეხბურთში ხდება და უნდა იამაყოთ, რომ მან ეს ტიტული მოიგო.

მომავალ წელს ჩვენ გვექნება კოპა ამერიკა და ვიმედოვნებთ, რომ ის გამარჯვებას გააგრძელებს“.

- თვალები გიბრწყინავთ, როცა მესიზე საუბრობთ...

„კოპა ამერიკამდე ერთი წელია დარჩენილი... არ ვიცი, იქნება თუ არა მესი მზად მომავალი მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ვისურვებდი, რომ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე ის შემადგენლობაში მეხილა.

დღეს კარგია იმის ცოდნა, რომ მესი ჩვენს მაისურში კიდევ ერთ წელს გაატარებს. მას შეუძლია ნაკრებისთვის ბევრის მიცემა გააგრძელოს. და ჩვენ უნდა ვისიამოვნოთ იმით, რომ ჩვენ ვართ მსოფლიო ჩემპიონები. გამარჯვებების გაგრძელების სურვილი ყველას აქვს“.

- განაცხადა კლაუდიო ტაპიამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პსჟ-ს გეგმა | სილვა და კეინი მესისა და ნეიმარის შემცვლელად
პსჟ-ს გეგმა | სილვა და კეინი მესისა და ნეიმარის შემცვლელად