პეპ გუარდიოლა, მადრიდის რეალი, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

“განსაკუთრებული არაფერი არ უნდა გავაკეთოთ“ - გუარდიოლა რეალთან მატჩის წინ

საფეხბურთო სამყარო „მანჩესტერ სიტისა“ და მადრიდის „რეალის“ განმეორებითი მატჩის მოლოდინშია. შეხვედრის წინ, „ქალაქელების“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გუარდიოლა:

„ჩემი მემკვიდრეობა უკვე განსაკუთრებულია. ამ ეტაპზე უკვე ბევრჯერ ვიყავით და საკმარისად ჭკვიანები ვართ იმისთვის, რომ მისი მნიშვნელობა კარგად ვიცოდეთ. ფეხბურთელებს ვეუბნები, რომ ამ მომენტით ისიამოვნონ. განსაკუთრებული არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელები უნდა იყვნენ ისინი, ვინც არიან. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა მოხდეს, მე მაინც მადლიერი ვარ ბიჭების, რომ ამ ეტაპზე მოვიდნენ.

ემოციური ფონი, რა თქმა უნდა, მაღალია. მადრიდის „რეალს“ უბრალოდ ვერ დაამარცხებ. ჩვენ განსაკუთრებული გეგმა გვჭირდება. უფრო მეტი მომენტი უნდა შევქმნათ და ბურთი ჩვენ გვქონდეს. „რეალი“ უმძიმესი მეტოქეა. ჩვენ უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ამას უნდა გავუმკლავდეთ.

როდესაც აქ ჩამოვედი არავის დაუვალებია, რომ ლიგა მოვიგო. უბრალოდ მითხრეს, რომ, რაც შეიძლება საუკეთესო გავაკეთო. ამ ერთის გარდა ყველა ტიტული მოვიგეთ. ხალხი ამბობს, რომ ლიგის მოგებასთან ახლოს ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, ჯერ ყველაფერი ძალიან შორს არის. ამ მატჩში ფავორიტი არ არსებობს.

მე მაქვს იდეა, რომლის მიხედვითაც შეტევაში განსხვავებულად ვითამაშებთ. 10-დან 7 ნახევარფინალში დავმარცხდი და ეს გრძნობა კარგად ვიცი. ვეცდები, რომ იგივე აღარ განმეორდეს. ტაქტიკაზე სხვას ვერაფერს გეტყვით, რადგან ამას კარლო გაიგებს. წარმოუდგენელ თავდაჯერებულობას ვგრძნობ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„რეალს“ ყოველთვის ჰყავდა უმაღლესი დონის ფეხბურთელები. ამის გარეშე ისინი ამ ყველაფერს ვერ მიაღწევდნენ. ჩვენი გეგმა მათი საფრთხის მინიმუმამდე დაყვანაა. ეს „რეალია“ და არასდროს იცი რას შემოგთავაზებს.“

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „მანჩესტერ სიტის“ პირველი დაპირისპირება მადრიდში გაიმართა და ფრედ 1:1 დასრულდა. „ბლანკოსის“ მხრიდან თავი ვინისიუს ჯუნიორმა გამოიჩინა, ხოლო წონასწორობა კევინ დე ბრუინმა აღადგინა. ამ გუნდების მომავალი მატჩი 17 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს
ოპერაცია გაიკეთა - ბენასერი 6 თვით იუქმებს