მილანი, ინტერი, სიმონე ინძაგი
Aa
Aa

“ოცნებასთან 90 წუთი გვაშორებს“ - ინძაგი მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ერთმანეთს „ინტერი“ და „მილანი“ შეხვდებიან. მატჩის წინ, „ნერაძურის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ინძაგი:

„როგორც მწვრთნელი, ყველა თამაშს ერთნაირად ვუდგები. ვიცი, რომ ეს „ინტერის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. დამსახურებული უპირატესობა გვაქვს და ამის შენარჩუნებას არ ვეცდებით. „ინტერმა“ მოსაგებად უნდა ითამაშოს. ეჭვი არ მეპარება, რომ გულშემატკივრები საოცარ ატმოსფეროს შექმნიან.

ოცნებასთან 90 წუთი გვაშორებს. მთელი სეზონის განმავლობაში კარგად ვიმუშავეთ. მაშინაც კი, როცა მუნდიალის შემდეგ რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლდა. ამ მომენტში სერია ა-ს ოთხეულზე არ ვფიქრობთ. კონცენტრაცია მხოლოდ ნახევარფინალზე გვაქვს. გააზრებული გვაქვს ვის წინააღმდეგ ვთამაშობთ, მაგრამ მინდა გითხრა, რომ შესანიშნავ ფორმაში ვართ. ამ მასშტაბის მატჩისთვის მზად ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 2:0 დასრულდა. მომავალი მატჩი კი 16 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტრავმა სერიოზულია - პოგბასთვის სეზონი დასრულებულია
ტრავმა სერიოზულია - პოგბასთვის სეზონი დასრულებულია