მხოლოდ თუშიშვილმა მოიგო - საქართველო იაპონიასთან დამარცხდა
ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატი გუნდური პირველობით დასრულდება. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველ ეტაპზე მონღოლეთი დაამარცხა, მერვედფინალში ბრაზილიას 4:3 სძლია, თუმცა მეოთხედფინალში იაპონიასთან დაპირისპირება დათმო - 1:4. იაპონიასთან დაპირისპირებაში შეხვედრა მხოლოდ გურამ თუშიშვილმა მოიგო. მაისურაძის, კაპანაძის, ლიპარტელიანისა და ასკილაშვილის გამოსვლა წარუმატებელი აღმოჩნდა.
რეპეშაჟში საქართველოს ნაკრების მეტოქე უზბეკეთსა და ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული იქნება.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ გამოსვლებში საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. მსოფლიო ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალი ლაშა ბექაურმა (90 კგ) მოიპოვა. 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.