უკრაინელ მეტოქეს მოუგო - ქემერტელიძის ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში 70 კგ წონით კატეგორიაში სამივე სინჯის მედლების მფლობელები გაირკვა.
ნახევარფინალში მოლდოველ ალექსანდრ გაიდარლისთან მარცხის შემდეგ აკაკი ქემერტელიძემ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ნეიტრალური დროშით მოასპარეზე გეორგი კოლიევს მოუგო, ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უკრაინელი ოლექსეი ბორუტა ასევე 4:0 დაამარცხა.
ფინალში ნეიტრალური დროშით მოასპარეზე დავიდ ბაევმა გაიდარლის მოუგო და ევროპის ჩემპიონი გახდა, კიდევ ერთი ბრინჯაოს მედალი კი უნგრელ ისმაილ მუსუკაევს ერგო.
ცნობისთვის, 2024 წელს ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი, ხოლო 2025 წელს - ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა რობერტ დინგაშვილმა (57 კგ), რომელიც ნეიტრალური დროშით მოასპარეზე არიან ტიუტრინთან დამარცხდა (3:8), ხოლო ტარიელ გაფრინდაშვილმა (79 კგ) დამამშვიდებელ წრეში ჩრდილოეთ მაკედონიის წარმომადგენელ რასულ შაპიევთან წააგო (1:10).