ლაუტარო მარტინესი, ემილიანო მარტინესი, მაკ ალისტერი
Aa
Aa

პოჩეტინო ჩელსიში 3 ტრანსფერს გეგმავს

როგორც უკვე ცნობილი გახდა, მაურისიო პოჩეტინო მომდევნო სეზონიდან ლონდონის „ჩელსის“ ჩაიბარებს.

ბრიტანული პრესა უკვე წერს იმ გეგმებზე და სამიზნეებზე, რაც არგენტინელი სპეციალისტის მთავარი მიზანი იქნება.

„ჩელსი“ შეიძენს ახალ მეკარეს, ნახევარმცველსა და ფორვარდს.

„არისტოკრატები“ „ასტონ ვილას“ არგენტინელ მეკარეს ემილიანო მარტინესს უმიზნებენ, რომელსაც ძლიერ გუნდში გადასვლა დაუმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა აქვს გადაწყვეტილი. ნახევარმცველის პოზიციაზე „ჩელსი“ დეკლან რაისისა და ალექსი მაკ ალისტერის ვარიანტებს განიხილავს.

რაც შეეხება ფორვარდს, „ჩელსის“ ვიქტორ ოსიმენი მოსწონს, თუმცა ხვდებიან, რომ მისი ტრანსფერი ურთულესი იქნება. ამ მომენტისთვის ლონდონელები ლაუტარო მარტინესის ვარიანტს განიხილავენ.

პოჩეტინოსთვის მომავალ სეზონში პრიორიტეტული ოთხეულში მოხვედრა იქნება. სეზონის მსვლელობიდან გამომდინარე შემდეგ გამოჩნდება, თუ რამდენად მაღალი შეიძლება იყოს გუნდის მიზნები. „არისტოკრატებს“ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა ჰყავთ, თუმცა ამჟამად 43 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფებიან და ევროზონას 14 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა
მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა