ჩელსი, ლიამ როსენიორი
Aa
Aa

ოფიციალურად - ჩელსიმ როსენიორი გაათავისუფლა

როგორც მოგეხსენებათ, ლონდონის ჩელსი კრიტიკულ ფორმაშია და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 5 მატჩი წააგო. არისტოკრატები ასევე ჩემპიონთა ლიგიდანაც გავარდნენ.

ამ ყველაფრის ფონზე, ლურჯების ხელმძღვანელობამ დაკავებული თანამდებობიდან ლიამ როსენიორი გაათავისუფლა. ინფორმაციას ჩელსის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ვიგებთ, რომ არისტოკრატებს სეზონის ბოლომდე  კლუბის არსებული საფეხბურთო პერსონალის მხარდაჭერით კალუმ მაკფარლეინი უხელმძღვანელებს. მისი მთავარი ამოცანა გუნდის ევროტურნირებზე გაყვანა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლიამ როსენიორი ლონდონური კლუბის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის 8 იანვარს დაინიშნა.

41 წლის სპეციალისტი, არისტოკრატებს ყველა ტურნირზე ერთად 23-ჯერ გაუძღვა. მისი ხელმძღვანელობით ჩელსიმ 11 მატჩი მოიგო, 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა“ - მარსელინო ოვიედოსთან მატჩის წინ
„მიზანი მესამე ადგილის შენარჩუნებაა“ - მარსელინო ოვიედოსთან მატჩის წინ