ლიამ როსენიორი
Aa
Aa

1912 წლის შემდეგ პირველად | ჩელსის კატასტროფული შედეგი

ლონდონის „ჩელსი“ საშინელ ფორმაში იმყოფება. „არისტოკრატებმა“ პრემიერ ლიგაში ზედიზედ მეხუთე შეხვედრა წააგეს და „ბრაიტონთან“ სტუმრად 0:3 დამარცხდნენ. „თოლიების“ მხრიდან გოლები ფერდი კადიოღლუმ, ჯეკ ჰინშელვუდმა და დენი უელბეკმა გაიტანეს, „ლურჯებს“ კი კარში ზუსტად არც ერთხელ დაურტყამთ.

ლიამ როსენიორის გუნდმა პრემიერ ლიგის ზედიზედ ხუთი შეხვედრა ისე წააგო, რომ გოლიც კი არ გაუტანია. ჩემპიონატის ეგიდით, „ლურჯებს“ ასეთი ცუდი სერია 114 წელია არ ჰქონიათ! 1912/13 წლების სეზონში, „არისტოკრატები“ „ბრედფორდთან“ (0:3), „მანჩესტერ სიტისთან“ (0:2), „ვესტ ბრომვიჩთან“ (0:2), „ევერტონთან“ (0:1) და „შეფილდ უენსდეისთან (0:4) დამარცხდნენ.

პრემიერ ლიგის ბოლო 9 შეხვედრაში „ჩელსიმ“ 5 ქულა აიღო. „არისტოკრატებზე“ ცუდი შედეგი მხოლოდ „ტოტენჰემს“ აქვს, რომელმაც 2 ქულა დააგროვა. გარდა ამისა, „ლურჯებმა“ პრემიერ ლიგის ზედიზედ ხუთი შეხვედრა 1993 წლის შემდეგ პირველად წააგეს.

ცნობისთვის, „ჩელსის“ 48 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეშვიდე პოზიციას იკავებს. „ლურჯები“ „ბრაიტონს“ ორი ქულით ჩამორჩებიან, „ლივერპული“ კი მათ 7 ქულით უსწრებს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი და არის შანსი, „ჩელსი“ ევროტურნირებს მიღმა დარჩეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
34-წლის შემდეგ ბრუნდება | დინამოს მთავარი მწვრთნელი ქეცბაია გახდება
34-წლის შემდეგ ბრუნდება | დინამოს მთავარი მწვრთნელი ქეცბაია გახდება