თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა - ვირტუს ბოლონიამ ბრინდისს 104 ქულა ჩაუგდო

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში(მეოთხედფინალში) „ვირტუს ბოლონიამ“ „ბრინდისს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 104:68 დაამარცხა.

ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა თორნიკე შენგელია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ სუსტი მატჩი ჰქონდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 6 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

თორნიკემ ოთხჯერ ისროლა 2-ქულიანი, საიდანაც 3 ზუსტი აღმოჩნდა. 4 მოხსნიდან შენგელიამ ოთხივე საკუთარ ფარზე შეასრულა.

ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონიას“ და „ბრინდისის“ მეორე დაპირისპირება 15 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი