მეცი, გიორგი მიქაუტაძე, გრენობლი
Aa
Aa

მიქაუტაძის საგოლე პასი - მეცმა გრენობლი დაამარცხა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში „მეცმა“ „გრენობლის“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ და ყველაზე აქტიური გიორგი მიქაუტაძე იყო, თუმცა მან გოლის გატანა ვერ მოახერხა. „ჯვაროსნების“ შემტევმა საგოლე პასი შეასრულა. 47-ე წუთზე ერთადერთი გოლი ჯელოუმ გაიტანა.

ქართველ ფეხბურთელს 4 რეალური მომენტი ჰქონდა და ამის პარალელურად რამდენიმე ეპიზოდში ცარიელ კართან იმყოფებოდა, მაგრამ მისმა თანაგუნდელებმა პასი არ გაუკეთეს.

დღევანდელ შეხვედრაში კი გიორგიმ მსაჯს მეტოქე გუნდის ფეხბურთელი გააგდებინა. „ჯვაროსნების“ შემტევი მეკარესთან პირისპირ გადიოდა, რა დროსაც ნესტორმა წააქცია.

ცნობისთვის, ამ გამარჯვების შემდეგ, „მეცმა“ მეორე ადგილზე მყოფ „ბორდოსთან“ ქულათა სხვაობა ერთამდე შეამცირა. შეგახსენებთ, ზურიკო დავითაშვილის გუნდმა რუენთან მნიშვნელოვანი 2 ქულა დაკარგა.

ასევე გეტყვით, მიმდინარე სეზონის ლიგა 2-ში მიქაუტაძეს 22 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში „მეცი“ „გინგამს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 20 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი
პირველი ადგილი გუნდურ ჩათვლაში - საქართველოს ისტორიული შედეგი