გიორგი ჩაკვეტაძე, გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, სლოვანი
Aa
Aa

სლოვანი ჩემპიონია - ჩაკვეს, კაშიას და კანკავას ერთობლივი ტიტული

სლოვაკეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში „სლოვანი“ „ბანსკას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში გურამ ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ, რომლებსაც ნაყოფიერი მატჩი ჰქონდათ.

სტუმართა მხრიდან გოლები ჩავრიჩმა გაიტანა, ხოლო ერთი ბურთი დეპეტრისმა გაქვითა. ამ გამარჯვების შემდეგ, „სლოვანი“ სლოვაკეთის ჩემპიონი გახდა.

ქართულმა ტრიომ მორიგი ტიტული მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ „სლოვანის“ რიგებში ჩაკვეტაძე, კანკავა და გურამ კაშია ირიცხებიან. ასევე გეტყვით, ჯაბა და გურამი სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ, ხოლო გიორგი პირველად.

სლოვაკეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 1 ტური დარჩა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა 31 ტურში 69 ქულა დააგროვა. 21 მოგება, 6 ფრე და 4 მარცხი - ასეთია „სლოვანის“ 2022/2023 წლების სეზონის ახლანდელი შედეგი. ცნობისთვის, ვაისის გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონი ისტორიაში 21-ედ გახდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკურ კლუბს დატოვებს. „სლოვანს“ მისი გამოსასყიდი თანხა არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი ტალანტის გადაბირებით „აბერდინი“ ინტერესდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უგოლო ფრე რუენთან - ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა
უგოლო ფრე რუენთან - ბორდომ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა