კილიან მბაპე, ემანუელ პეტი
Aa
Aa

„ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხას“ - პეტი მბაპეს აკრიტიკებს

საფრანგეთის ნაკრების ექსფეხბურთელმა, ემანუელ პეტიმ კილიან მბაპე გააკრიტიკა. მისი თქმით, ფრანგმა ფეხბურთელმა პრესასთან საკუთარ ტრავმაზე საუბარი უნდა შეწყვიტოს, ვინაიდან ეს კლუბის სამედიცინო შტაბის პრეროგატივაა.

„არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთელი პრესასთან ასეთი განცხადებებით გასულიყო და საერთოდ პირადად ესაუბრა ტრავმაზე. ეს კლუბის სამედიცინო შტაბის საქმეა.

ფეხბურთელმა ცეცხლზე ნავთი არ უნდა დაასხას და მედიაში გავრცელებული სპეკულაციები არ უნდა წაახალისოს. ასე არც ფაბიან რუისი იქცევა და არც უსმან დემბელე.

მე დიდ ფეხბურთელებთან მითამაშია, ბევრი მათგანი მბაპეს არაფრით ჩამოუვარდებოდა და ასეთი რაოდენობის სპეკულაცია არასოდეს ყოფილა. მაგალითად, ზიდანის ასეთი განცხადებები საერთოდ არ მახსენდება. თუნდაც ახლანდელ თაობას შევადაროთ: როგორ ფიქრობთ, რონალდუ როცა ტრავმირებულია, ის გამოდის და პრესას ესაუბრება?“ - განაცხადა პეტიმ.

ცნობისთვის, ფრანგ შემტევს თითქმის სამი თვეა მარცხენა მუხლში დისკომფორტი აწუხებს. „რეალი“ იმედოვნებს, რომ მბაპე მანჩესტერ სიტისთან საპასუხო მატჩისთვის მზად იქნება, თავად ფეხბურთელს კი ზაფხულში დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის გათვალისწინებით გარისკვა და სრულ გამოჯანმრთელებამდე მოედანზე დაბრუნება არ სურს. ესპანური მედია წერს, რომ მბაპე და მისი გარემოცვა „რეალის“ მიერ შემუშავებულ აღდგენით გრაფიკს არ ეთანხმებიან.

აქვე გეტყვით, რომ მბაპემ „რეალის“ ბოლო ორი მატჩი გამოტოვა, როცა „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგაზე „ბენფიკას“ მოუგო (2:1), შემდეგ კი ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ დამარცხდა (0:1).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გარისკვა არ უნდა | ახალი ცნობები კილიან მბაპეს მდგომარეობაზე
გარისკვა არ უნდა | ახალი ცნობები კილიან მბაპეს მდგომარეობაზე