გურამ თუშიშვილი, სოფიო სომხიშვილი
Aa
Aa

წარუმატებელი დღე | თუშიშვილი და სომხიშვილი უმედლოდ დარჩნენ

დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 2 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, თუმცა სამწუხაროდ დღე წარუმატებელი გამოდგა.

გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) თითო გამარჯვების შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

თუშიშვილი იაპონელ ტაცურო საიტოსთან ურიგოდ არ გამოიყურებოდა, თუმცა მეტოქემ ის შებოჭვაზე დაიჭირა და ბრძოლა ნაადრევად დაუმთავრა.

რაც შეეხება სომხიშვილს, მესამე რაუნდში თურქ კაირა საიტთან ოქროს დროში დაძაბულ და თანაბარ ბრძოლაში შიდოებით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართული დელეგაციის ანგარიშზე 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლებს ტატოგ რიგალაშვილი და ლუკა მაისურაძე დაეუფლნენ, ვერცხლს ლაშა ბექაური, ხოლო ბრინჯაოს გიორგი სარდალიშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება | სულამანიძე მედლის გარეშე დარჩა
მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება | სულამანიძე მედლის გარეშე დარჩა