მსაჯების საკამათო გადაწყვეტილება | სულამანიძე მედლის გარეშე დარჩა
კატარის დედაქალაქ დოჰაში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს, ტატამიზე 100 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები გავიდნენ და ილია სულამანიძე მედლის გარეშე დარჩა. ქართველი ფალავანი არმან ადამიანთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო.
სულამანიძე ბრინჯაოსთვის აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს დაუპირისპირდა. ილია კარგად გამოიყურებოდა და საქულე გდებებიც შეასრულა, მაგრამ მსაჯების საკამათო გადაწყვეტილების გამო, არც ერთი არ ჩაუთვალეს და საფინალო გონგამდე 32 წამით ადრე, აზერბაიჯანელმა იპონით მოიგო.
ცნობისთვის, სულამანიძემ მეოთხედფინალში წააგო, მანამდე კი მონღოლი გონჩისგურენ ბატხუიაგი ვაზარით დაამარცხა, ხოლო ხორვატ ზლატკო კუმრიჩს იპონით სძლია. ადამიანთან მარცხის შემდეგ, სულამანიძემ დამამშვიდებელ წრეში კაილ რეიესს ვაზარით მოუგო.
ამავე წონაში მსოფლიოს ჩემპიონატს ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.)დაემშვიდობა, რომელმაც რუმინელ ეშლი გონსალესს იპონით აჯობა, თუმცა შემდეგ შიდოებით ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს