ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე
Aa
Aa

ხვიჩა და კიმი სასტარტოს მიღმა - Sky Sport Italia-ს სავარაუდო 11-ეული

Sky Sport Italia-ს ცნობით, „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი „მონცასთან“ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიასა და კიმ მინ-ჯეს სასტარტოს მიღმა დატოვებს, ორივე მათგანი სათადარიგოთა სკამზე იჯდება. შესაძლოა, თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთონ.

Sky Sport Italia-ს ვერსიით, „ნაპოლის“ სასტარტო 11-ეული „მონცასთან“ ასეთი იქნება: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივეირა, ანგისა, გაეტანო, ლობოტკა, პოლიტანო (ელმასი), ოსიმენი, რასპადორი (ძერბინი).

იტალიის სერია ა-ს 35-ე ტურში „მონცა“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. მატჩი 14 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.

„ნაპოლიმ“ ჩემპიონობა 33-ე ტურში „უდინეზესთან“ გაინაღდა (1:1). მას შემდეგ „პარტენოპეიმ“ სერია ა-ში მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა, „დიეგო მარადონაზე“ „ფიორენტინა“ დაამარცხა (1:0). ამ მატჩში ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა. მატჩის ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თერთმეტმეტრიანი ქართველმა გარემარბმა მოიპოვა.

34 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია ა-ს 83 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილს „იუვენტუსი“ 66 ქულით იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი ჰაერი გვჭირდებოდა“ - ლაურენტისმა ხვიჩაზე ისაუბრა
„ახალი ჰაერი გვჭირდებოდა“ - ლაურენტისმა ხვიჩაზე ისაუბრა