ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
Aa
Aa

სულამანიძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატს დაემშვიდობა

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში ილია სულამანიძე (- 100 კგ.) არმან ადამიანთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას რეპეშაჟში აგრძელებს.

მარცხი ადამიანთან

დამამშვიდებელ წრეში ილია სულამანიძემ კანადელი კაილ რეიესი ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლამდე ერთი შეხვედრა აშორებს.

გამარჯვება რეიესთან

რაც შეეხება მეოთხედფინალამდე განვლილ გზას, ილია სულამანიძემ მონღოლი გონჩისგურენ ბატხუიაგი ვაზარით დაამარცხა, შემდეგ კი ხორვატ ზლატკო კუმრიჩს იპონით სძლია.

ფინალური ბლოკი 19:00 საათზე დაიწყება.

ამავე წონაში მსოფლიოს ჩემპიონატს ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ.)დაემშვიდობა, რომელმაც რუმინელ ეშლი გონსალესს იპონით აჯობა, თუმცა შემდეგ შიდოებით ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა, ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები