ელ კლასიკო - შეცვლილი თარიღი და მატჩის დაწყების უცნაური დრო
ლა ლიგის ეგიდით 2017/2018 წლების სეზონში გასამართი პირველი ელ კლასიკოს თარიღი მადრიდელთა მოთხოვნით შეიცვალა.
როგორც ცნობილი იყო, „ბარსა“-„რეალის“ პირველი დაპირსპირება 20 დეკემბერს მე-17 ტურში უნდა შემდგარიყო, თუმცა სამეფო კლუბმა ლა ლიგას თხოვნით მიმართა და შეხვედრა 23 დეკემბრისთვის გადაიდო.
საქმე იმაშია, რომ „რეალს“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ასპარეზობა მოუწევს, რომლის ფინალი 16 დეკემბერსაა ჩანიშნული.
დამღლელი მოგზაურობიდან 4 დღის შემდეგ, „კამპ ნოუზე“ „ბარსელონასთან“ დაპირისპირება „რეალის“ თამაშს, რა თქმა უნდა დაღს დაასვამდა.
საბოლოოდ, მადრიდელთა მოთხოვნა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ დააკმაყოფილა და მატჩის ჩატარების თარიღი ოფიციალურად იქნა გადატანილი.
შეგახსენებთ, რომ პირველი კლასიკო ბარსელონაში ჩატარდება და მატჩი ცენტრალური ევროპის დროით 13:00 საათზე დაიწყება.