ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

ბასილაშვილი: ჩემს ცხოვრებაში ბოლო 3-4 წელი ძალიან რთული იყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლო დროს მის კარიერასა და პირად ცხოვრებაში რთული პერიოდის შესახებ სოციალურ ქსელში გულშემატკივრებისთვის წერილი გამოაქვეყნა.

„გამარჯობა ყველას. დიდი ხანი გავიდა, ამიტომ მსურს ჩემს გულშემატკივრებს მცირე სიახლე მივაწოდო, მათ ვინც ჩემზე ზრუნავს. ჩემს ცხოვრებაში ბოლო 3-4 წელი ძალიან რთული იყო. როგორც პირად, ასევე პროფესიულ კარიერაში.

ბოლო 3 წელია იდაყვის ტრავმას ვებრძვი. თამაშს მხოლოდ ჩემი შესაძლებლობების 50%-ით ვახერხებ. ყოველ კვირა ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამ და ყოველდღიურად ახალი გამოსავლის პოვნა მიწევს.

კორტზე გასვლა ყოველ ჯერზე აუტანელი ტკივილის თანხლებით მიწევდა, რომელიც ენერგიას მაცლიდა, თავდაჯერებულობასა და მთელს სიამოვნებას, რასაც ჩოგბურთის თამაშიდან ვიღებდი.

უარს მაინც არ ვამბობ და ყველაფერს გავაკეთებ, მჯერა, რომ გამოსავალს ვიპოვი. მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის“.

- წერს ბასილაშვილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!
ზედიზედ მეორედ - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია!