რომა, პარი სენ ჟერმენი, ჟოზე მოურინიო, ლევერკუზენის ბაიერი
Aa
Aa

მოურინიო: “თუ პსჟ დამირეკავს ვერ მიპოვის“

ევროპის ლიგის ნახევარფინალში „რომა“ „ბაიერს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, „ჯალოროსის“ მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტების წინაშე წარსდგა და სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. მათ შორის, „პარი სენ ჟერმენის“ ინტერესზე.

მოურინიო:

„თუ პსჟ დამირეკავს ვერ მიპოვის. მათთან არასდროს მისაუბრია. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, ლევერკუზენი კონტრ-შეტევებზე ევროპაში საუკეთესო გუნდია. დიბალას და ვაინალდუმის თამაში შეუძლებელი არაა, მაგრამ რთული იქნება. არ ვიცი რამდენი წუთი შეეძლებათ თამაში. ორივე ფეხბურთელი ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ხოლო ჩვენი ტაქტიკა ნებისმიერ შემთხვევაში მზად იქნება, როგორც მათთან ერთად, ასევე მათ გარეშე.

ჩაბი ალონსო გერმანულ გუნდს ბრწყინვალედ მოერგო და სახიფათო კოლექტივი შეკრა. ისინი თავს შესანიშნავად იცავენ და კონტრ-შეტევებზე იდეალურად გადმოდიან. ჩემს ფეხბურთელებს მათი შეტევების დროს მაქსიმალური კონცენტრაცია მართებთ.“

შეგახსენებთ, რომ „რომასა“ და „ბაიერის“ მატჩი 11 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ჟოზე "რეალში" ჩაბი ალონსოს წვრთნიდა.

რაც შეეხება პსჟ-ს ინტერესს მოურინიოს მიმართ - ბოლო დღეებში აქტიურად იწერებოდა, რომ „განსაკუთრებული“ ფრანგულ გიგანტს შეუერთდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა ყველაფერი ტყუილი ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის
Il Mattino: დე ლაურენტისი ოსიმენს 160 მილიონად გაყიდის