ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება 35 წამში! - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

კატარში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს დელეგაციას პირველი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ტურნირის მე-4 საშეჯიბრო დღეს, ჩვენი ქვეყნის სახელით მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი გამოდის, რომელმაც ფინალში შეძლო გასვლა. ქართველმა ძიუდოისტმა ნახევარფინალში სამხ. კორეელი ჯუნჰვან ლი შეხვედრის დაწყებიდან 35 წამში ორი ვაზარით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა, სადაც ბელგიელ მატიას კასესა და ისრაელის წარმომადგენელ მუკის შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ფინალამდე, გრიგალაშვილმა მეოთხედფინალში ვაჰიდ ბორჩაშვილი დამატებით დროში დაამარცხა, მანამდე კი ტაჯიკი შოდმონ რიზოევი და მაროკოელი აშრაფ მოუტი გამოთიშა ასპარეზობას.

დღესვე, საქართველოს სახელით გოგონებში -63 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილმაც იასპარეზა, თუმცა პირველივე წრეში ანგოლელი დიასონემა მუჩუნგუის დამარცხება ვერ შეძლო და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.

ფინალური ბლოკი საქართველოს დროით 19:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები