ლაშა შავდათუაშვილი
Aa
Aa

მარცხი პირველივე შეხვედრაში - შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა

კატარში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღე ვაჟი ძიუდოისტებისთვის წარუმატებელი გამოდგა.

-73 კგ. წონით კატეგორიაში, ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი პირველივე შეხვედრაში, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან ვაზარით დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

დღეს, საქართველოს სახელით გოგონებში ეთერ ლიპარტელიანიც იბრძოდა, თუმცა გათამაშებას მერვედფინალში გამოეთიშა. პირველ შეხვედრაში ლიპარტელიანმა ჩინელი ქი ჩაის ვაზარით მოუგო, მერვედფინალში კი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან დამატებით დროში იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე 1 მედალია. ტურნირის პირველ დღეს, -60 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გიორგი სარდალაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები