კრიშტიანუ რონალდუ, ალ-ნასრი
Aa
Aa

სელფის გადასაღებად მივიდა და ხელი ჰკრა - რონალდუს უსიამოვნო საქციელი

საუდის არაბეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში, „ალ-ნასრი“ საკუთარ მოედანზე მე-14 ადგილოსან „ალ ხალეის“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მატჩის ბოლოს, როდესაც გუნდები გასახდელისკენ მიემართებოდნენ, რონალდუსთან მეტოქე გუნდის წარმომადგენელი მივიდა და სელფის გადაღება სთხოვა, თუმცა პორტუგალიელმა ის ხელის კვრით მოიცილა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ „ალ-ნასრიში“ მიმდინარე წლის ზამთარში გადავიდა და არაბული გუნდის შემადგენლობაში 13 შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი კლუბი საუდის არაბეთის ლიგაში 26 ტურის შემდეგ 57 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ „ალ-იტიჰადს“ 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მახსოვს, შარშანაც ასე ამბობდნენ, შემდეგ კი...“ - კროოსი რუნის პასუხობს
„მახსოვს, შარშანაც ასე ამბობდნენ, შემდეგ კი...“ - კროოსი რუნის პასუხობს