მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი, შონ ომალი, ჰენრი სეხუდო
Aa
Aa

„ომალის დავამარცხებ და მერაბს ჩემპიონობის შანსს მივცემ“ - ალჯამეინ სტერლინგი

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა სამომავლო გეგმებზე და საკუთარ მეგობარზე, მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. „ალჯო“ არიელ ჰელვანის გადაცემის სტუმარი იყო და შონ ომალის ქურთუკზეც ჰკითხეს, რომელიც მერაბმა მოიპარა.

„მერაბს ქურთუკი მოუხდა და ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მერაბმა გააკეთა ის, რასაც აკეთებს ხოლმე და ომალიმ ქურთუკი თავად გადასცა. დვალიშვილისა და სეხუდოს ჩხუბს რაც შეეხება, ცუდი იდეა არაა და მერაბის მომდევნო მეტოქე ან სეხუდო უნდა იყოს ან სენდჰეგენი. მას ნებისმიერ შემთხვევაში რთული ბრძოლა ელოდება და ვფიქრობ, ორივე ჩხუბი ძალიან საინტერესო იქნება. სეხუდო ჩემზე და დვალიშვილზე ბევრ სიბინძურეს ამბობდა და მერაბისთვის ბრწყინვალე შანსი იქნება, მანაც სახე დაუნგრიოს.

სჯის თუ არა UFC-ი მერაბს, რადგან ჩემთან ჩხუბზე უარს ამბობს? კი და არა. დასჯაზე მეტად უფრო მისი უკან დახევის მცდელობები იკვეთება. UFC-ის მერაბისთვის სატიტულო ბრძოლა აქამდე არ შეუთავაზებია და ახლა დენასგან გავიგე, რომ მანქანას შეუძლია, ქამრისთვის ხვალვე იჩხუბოს, რაც მისთვის ტიტულს ძალიან რეალურს ხდის. ვაპირებ, საქმე ბოლომდე მივიყვანო, შონ ომალი დავამარცხო და შემდეგ მაღალ წონით დივიზიონში ავიდე, მერაბმა კი ქამრისთვის იჩხუბოს, მაგრამ საინტერესოა, მისი მეტოქე ვინ იქნება. ვინღა დარჩება მას შემდეგ, რაც ომალის გავანადგურებ? ძალიან უცნაური ვითარებაა, თუმცა ომალის დამარცხების შემდეგ, ჩემს მეგობარს ჩემპიონობის დასაკუთრების შანსს მივცემ“.

შეგახსენებთ, რომ UFC-ის პრეზიდენტის, დენა უაითის თქმით, სტერლინგისა და ომალის საჩემპიონო დაპირისპირება სავარაუდოდ აგვისტოში გაიმართება. ასე რომ, „მანქანა“ საჩემპიონო ბრძოლის მიღებასთან ძალიან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ომალი: „მერაბს ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც“
ომალი: „მერაბს ქურთუკი მოუხდა და შეიძლება, გავუგზავნო კიდეც“