ვაჟა მარგველაშვილი
Aa
Aa

გამარჯვება იპონით - მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალთან ახლოსაა

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე 60 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოსაა, 1/4-ფინალში იაპონელ ჰიფუმი აბესთან დამარცხდა, რომელიც შემდეგ ფინალში გავიდა. რეპეშაჯში ვაჟა მარგველაშვილმა იაგო აბულაძე იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრას სამხრეთკორეელ ლეე ჰარიმთან გამართავს, ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე ტურნირზე ვაჟა მარგველაშვილმა საწყისი ორი შეხვედრა მოიგო, ესტონელი ოსკარ პერტელსონი და ერხემბაიარ ბატოგტოხი ვაზარით დაამარცხა, თუმცა იაპონელი ჰიფუმი აბეს ბარიერი ვერ დაძლია.

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბრინჯაოს მედალი 19 წლის გიორგი სარდალაშვილმა (- 60 კგ.) მოუტანა, გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელი იორე ვერსტრაეტენი გაფრთხილებებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მედალი პირველივე დღეს! სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია
მედალი პირველივე დღეს! სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელია