გიორგი სარდალაშვილი
Aa
Aa

ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - სარდალაშვილის ბრწყინვალე იპონი და მედლის შანსი

ძიუდოში, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს - 60 კგ. წონით კატეგორიაში 19 წლის გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვებასთან ახლოსაა. მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ რეპეშაჟში ყაზახი სერიკბაევს იპონით სძლია და ბრინჯაოსთვის მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ბელგიელ იორე ვერსტრაეტენს დაუპირისპირდება.

სარდალაშვილმა სერიკბაევი იპონით დაამარცხა

შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გიორგი სარდალაშვილმა ზამბიელი სიმონ ზულუ შიდოებით დაამარცხა, ავსტრიელი მარკუს აუერის ბარიერი იპონით დაძლია, თუმცა მეოთხედფინალში ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან დაპირისპირება დამატებით დროში შებოჭვით დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გააგრძელა ასპარეზობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები