ბერნარდუ სილვა
Aa
Aa

სილვა: მათ პატივს ვცემთ, მაგრამ რატომ უნდა გვეშინოდეს რეალის?

ბერნარდო სილვამ ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტის“ მადრიდის „რეალის“ არ ეშინია.

„ჩვენ მათ დიდი პატივისცემით ვეპყრობით, დიახ, მაგრამ შიშს საერთოდ არ ვგრძნობთ. მათი რატომ უნდა გვეშინოდეს?

ვეცდებით შევინარჩუნოთ ის იმპულსი, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში მოვიპოვეთ. ჩვენ გვინდა, რომ მატჩს დიდი თავდაჯერებულობით მივუდგეთ, რომ მათი დამარცხება შეგვიძლია, იმავდროულად გავაცნობიეროთ, რომ რეალმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა მოიგო ამავე მიზეზით.

ლოგოზე არ არის საუბარი. მას არაფერი აქვს საერთო ამ ყველაფერთან. საუბარია იმ მოთამაშეებზე, რომლებიც მოედანზე გადიან. მადრიდელებს რომ არ ჰყოლოდათ მოდრიჩი, კროოსი, ვინისიუსი, ბენზემა - და შემიძლია დავასახელო მთელი შემადგენლობა - ვერაფერს მოიგებდნენ, რადგან მაისური ტიტულებს თავისით არ იგებს.

სულელები ვიქნებით, თუ მათ პატივს არ ვცემთ, მაგრამ მიზანი გვაქვს და ვიცით, რომ შარშან რთულ პირობებში წავაგეთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ამჯერად ყველაფერი განსხვავებული იყოს“,

- განაცხადა სილვამ.

სამშაბათს, 9 მაისს, „რეალი“ „სიტის“ მადრიდში უმასპინძლებს. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
6 ტიტული 475 დღეში - ანჩელოტის საინტერესო მიღწევა რეალში
6 ტიტული 475 დღეში - ანჩელოტის საინტერესო მიღწევა რეალში