ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ნიკოლო შირა
Aa
Aa

წლიური ხელფასი სამი მილიონი - ხვიჩა ახალ კონტრაქტთან ახლოსაა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის, ნიკოლო შირას ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოსაა. მოლაპარალების მიხედვით, ფეხბურთელის წლიური ხელფასი 3 მილიონ ევრომდე გაიზრდება. ამჟამად, ქართველი ფეხბურთელის წლიური ხელფასი 1,1 მილიონ ევროს შეადგენს.

ნიკოლო შირა თებერვალში იუწყებოდა, რომ „ნაპოლი“ ხვიჩას ახალ კონტრაქტს გაუმჯობესებული პირობებით შესთავაზებდა. მისი ინფორმაციიდან გამომდინარე მოლაპარაკება წარმატებით მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში მხარეები ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.

22 წლის ქართველმა ფეხბურთელმა „ნაპოლისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე გააფორმა. სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 29 მატჩში 12 გოლი შეაგდო და 10 საგოლე პასი შეასრულა. საგოლე პასების რაოდენობით კვარაცხელია სერია ა-ში საუკეთესოა. სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, რაც მარადონას ეპოქის შემდეგ პირველად მოხდა, მას შემდეგ 33 წელი გავიდა. „ნაპოლის“ წარმატებაში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი როლი შეასრულა, რაც სტატისტიკაშიც კარგად ჩანს.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, 9 შეხვედრაში ხვიჩას ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მესამე გოლი სეზონში - დვალმა კონკურენტს გაუტანა და აპოელ-ი მარცხისგან იხსნა
მესამე გოლი სეზონში - დვალმა კონკურენტს გაუტანა და აპოელ-ი მარცხისგან იხსნა