გოლს პლიუს საგოლე გადაცემა - მესის საოცარი სტატისტიკა
Aa
Aa

გოლს პლიუს საგოლე გადაცემა - მესის საოცარი სტატისტიკა

გუშინ ღამით, "ბარსელონამ" კატალონიურ დერბიში "ესპანიოლი" (5-0) გაანადგურა.

ლეო მესიმ კარიერაში თავისი 42-ე ჰეთ-თრიკი შეასრულა და გოლს პლიუს პასის სისტემით საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა.

არგენტინელ ფეხბურთელს პროფესიონალურ დონეზე, უკვე 708 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელშიც მის ანგარიშზე 571 გოლი და 231 საგოლე გადაცემაა.

მესი, ჯერ მხოლოდ 30 წლისაა და რა თქმა უნდა, ამ ფანტასტიური სტატისტიკის გაუმჯობესება კიდევ შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები