ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, მერაბ დვალიშვილი, ჯოშ ემეტი
Aa
Aa

მე-3 ქართველი მებრძოლი | UFC 4-ში ილია თოფურია დაამატეს

UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია პოპულარულ ვიდეოთამაშში, UFC 4-ში დაამატეს. ეს ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა და „ელ მატადორი“ მე-3 ქართველი მებრძოლია, ვისი პერსონაჟიც UFC 4-ში გამოჩნდა. ილია მერაბ დვალიშვილსა და გიგა ჭიკაძეს შეუერთდა.

ილიას რეიტინგი 4.5 ვარსკვლავი გახლავთ. თოფურიას ყველაზე მაღალი შეფასება სტრაიკინგში აქვს - 5 ვარსკვლავი. მისი გრეპლინგი 4 ვარსკვლავითაა შეფასებული, ხოლო ჯანმრთელობა - 4.5 ვარსკვლავით. „ელ მატადორს“ „მანქანის“ მსგავსი რეიტინგი აქვს, „ნინძას“ კი ნახევარი ვარსკვლავით უსწრებს.

შეგახსენებთ, რომ თოფურია მომდევნო ბრძოლას ჯოშ ემეტის წინააღმდეგ გამართავს. ეს უკანასკნელი ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია და ტოპ 15-ში მე-5 პოზიციას იკავებს. მას კარიერაში 21 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 18 მოგება და 3 წაგებაა. ემეტმა ბოლოს იაირ როდრიგესთან იჩხუბა და მახრჩობელა ილეთით დამარცხდა

თოფურიას რაც შეეხება, 2022 წლის დეკემბერში, ბრაის მიტჩელის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე ვადაზე ადრე, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. MMA-ში ქართველი მებრძოლის ბალანსი 13:0-ზეა და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ტოპ 15-ში მე-9 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი
კვარაცხელია თუ ლეაუ? - რას ამბობს DAZN-ის ჟურნალისტი