გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ინტერესი სერიოზულია | ბარნლი მიქაუტაძეს აქტიურად აკვირდება

„მეცის“ ქართველ ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს ბევრი მსურველი ჰყავს და ერთ-ერთი, ვინც ახალგაზრდა თავდამსხმელს აქტიურად აკვირდება, „ბარნლია“. „კლარეტებმა“ პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვეს და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შემადგენლობას რამდენიმე ტრანსფერით გააძლიერებენ.

ფრანგი ჟურნალისტის, იგნაციო გენორდის ცნობით, „ბარნლი“ მიქაუტაძით სერიოზულადაა დაინტერესებული. „კლარეტების“ ბელგიელი მთავარი მწვრთნელი, ვენსან კომპანი განსაკუთრებულად აფასებს იმას, რაც მიქაუტაძეს შეუძლია, მის გუნდს შესძინოს.

გენორდის მიხედვით, „ბარნლისთვის“ სატრანსფერო თანხა გადაულახავი დაბრკოლება არ იქნება. „კლარეტებმა“ პრემიერ ლიგაში გადასვლით დიდი მოგება მიიღეს და „მეცის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება არ გაუჭირდებათ, თუმცა იტალიიდან რამდენიმე კონკურენტი ჰყავთ, რომელთა შორის „უდინეზე“ და „ჯენოა“ არიან.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძეს 32 მატჩი აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე 20 გოლი და 7 შედეგიანი გადაცემაა.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება? - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება? - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე