ილია თოფურია, მოვსარ ევლოევი
Aa
Aa

ევლოევი: „ჩემი ბრალია თოფურია რეიტინგში ჩემზე მაღლა რომ იმყოფება“

UFC-ის რუსმა მებრძოლმა, მოვსარ ევლოევმა ილია თოფურიაზე ისაუბრა. ევლოევის თქმით, მისთვის პრობლემა არაა, „ელ მატადორი“ ტოპ 15-ში მასზე მაღლა რომ იმყოფება და ამაში საკუთარი თავის გარდა, ვერავის დაადანაშაულებს.

„ჩემთვის პრობლემა არაა, რომ რეიტინგში ჩემზე მაღლა იმყოფება. საჭიროა, ამ ბიჭის მიერ გაწეული სამუშაო დავაფასოთ. იმაში, რომ ილია რეიტინგში ჩემზე მაღლა იმყოფება, საკუთარი თავის გარდა ვერავის დავადანაშაულებ. ტრავმის გამო დიდი დრო გამიცდა, 2-ჯერ კორონავირუსი დამემართა და ავარიაშიც მოვყევი.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, ინტერვალებით ვჩხუბობდი და ეს, როგორც ჩემთვის, ისე ორგანიზაციისთვის ძალიან ცუდია. ახლა აღდგენით პროცესს გავდივარ და იმედი მაქვს, წლეულს 2-3 ბრძოლას გავმართავ. თოფურია ჩვენს დივიზიონშია და არსად წავა. შესაძლოა, ეს კარგიც იყოს, რადგან ჩვენი ბრძოლა მაშინ გაიმართება, როცა საჩემპიონო ქამართან ორივე უფრო ახლოს ვიქნებით“.

შეგახსენებთ, რომ ევლოევის ჩხუბს UFC 288-ზე ვიხილავთ. მოვსარს ბრაის მიტჩელთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ამერიკელს ოქტაგონზე გასვლაზე უარის თქმა მოუწია და იგი დიეგო ლოპესს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება? - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე
ინსინიე სერია A-ში ბრუნდება? - იტალიური მედია შესაძლო ტრანსფერზე