მილანი, ლუკა ლოჩოშვილი, კრემონეზე
Aa
Aa

„ბოლო შეხვედრებში უფრო მეტს ვიმსახურებდით“ - ლოჩოშვილი მილანთან მატჩის შემდეგ

იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზე“ სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.

კრემონელები 0:1 იგებდნენ, თუმცა „როსონერიმ“ წონასწორობის აღდგენა შეხვედრის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ მე-3 წუთზე შეძლო და საბოლოოდ, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, „კრემონეზეს“ ქართველმა მცველმა, რომელმაც გუშინდელ მატჩში შეუცვლელად ითამაშა, თამაშის შესახებ ისაუბრა.

რა თქვა ლოჩოშვილმა:

მატჩისადმი სწორი მიდგომა გვქონდა. კომპაქტურები და გუნდურად ერთიანები ვიყავით. დაცვაში ბევრი ვიმუშავეთ და კონტრშეტევებზე კარგად ვთამაშობდით. ამ ქულას ვიმსახურებდით, ასე უნდა გავაგრძელოთ.

სამ ქულასთან ძალიან ახლოს ვიყავით და სამწუხაროა, რომ გოლი ბოლო წუთებზე გავუშვით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ „სან სიროზე“, „მილანის“ წინააღმდეგ ვთამაშობდით, ეს მაინც დადებითი შედეგია. საბოლოოდ, სახლში ერთი ქულით ვბრუნდებით.

ვფიქრობ, ბოლო შეხვედრებში უფრო მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებთ. დღევანდელი საღამო სწორედ იმის მანიშნებელია, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მომავალ ტურში, „სპეციასთან“ მატჩი უმნიშვნელოვანესი იქნება. საკუთარ მოედანზე, ჩვენი გულშემატკივრების წინაშე ვითამაშებთ და ისინი ყოველთვის წარმოუდგენელ ატმოსფეროს ქმნიან. დასაკარგი არაფერი გვაქვს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დადებითი შედეგი დავაფიქსიროთ როგორც საკუთარი თავებისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის, კრემონესთვის და ამ მაისურისთვის, რომელიც გვაცვია.

33 ტურის შემდეგ, „კრემონეზე“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 21 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფება და გასავარდნი ზონის ზემოთ მყოფ „სპეციას“ 6 ქულით ჩამორჩება. კრემონელებს მომდევნო შეხვედრა 6 მაისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე „სპეციასთან“ ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ
„როცა კვარა ამას გააკეთებს, მომაკვდინებელი გახდება“ - სპალეტი მატჩის წინ