პსჟ, ლიონელ მესი
Aa
Aa

პსჟ-მ მესი დასაჯა - კლუბში ფიქრობენ, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვა

პსჟ-მ ლიონელ მესი საუდის არაბეთში გამგზავრების გამო ორი მატჩით დასაჯა. მესი ლიგა 1-ის უახლოეს ორ შეხვედრას გამოტოვებს, „ტრუასთან“ გასვლით დაპირისპირებაში (7 მაისი) და „აიაჩოსთან“ საშინაო მატჩში (13) მესი მოედანზე არ იქნება. ფრანგული მედიის ინფორმაციით, დისკვალიფიკაცია საკმაოდ მკაცრია, რადგან არა მარტო აღნიშნული ორი თამაშის, არამედ ორი კვირის განმავლობაში ყველა ვარჯიშის გამოტოვებს გულისხმობს.

კლუბში არსებული შეთანხმების მიხედვით პსჟ-ს ფეხბურთელებს ორდღიანი დასვენების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდათ თუ პსჟ „ლორიენთან“ არ დამარცხდებოდა. მატჩი პსჟ-მ დათმო, მესიმ კი კრისტოფ გალტიეს სიტყვები არ გაითვალისწინა და საუდის არაბეთში გაემგზავრა. კლუბში ფიქრობენ, რომ მესიმ სერიოზული შეცდომა დაუშვა.

35 წლის არგენტინელი პსჟ-ში მეორე სეზონს ატარებს, კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. უდიდესი ალბათობით პსჟ-ს დატოვებს და კატალონიის „ბარსელონაში“ დაბრუნდება.

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები კლუბის მიერ მიმდინარე სეზონში ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო არიან და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ცვლილებებს განახორციელებენ. ამ ინფორმაციას გავლენიანი ფრანგული გამოცემა, L’Equipe-ი ავრცელებს და გვაუწყებს, რომ პარიზული გრანდი მზადაა, გუნდის გასაძლიერებლად 225 მილიონი ევრო დახარჯოს.

L’Equipe-ის მიხედვით, სეზონის დასრულების შემდეგ, „პარკ დე პრენსს“ სერხიო რამოსი დატოვებს, რომელიც პსჟ-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. ასევე, განიხილება, პრესნელ კიმპემბეს გაყიდვა, რომლის სავარაუდო შემცვლელადაც ჟან-კლერ ტოდიბოს ან აქსელ დისასის მოიაზრებენ.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    ფლორენტინო პერესის გეგმები | განახლებული ბერნაბეუს გახსნა და სუპერ ტრანსფერი
    ფლორენტინო პერესის გეგმები | განახლებული ბერნაბეუს გახსნა და სუპერ ტრანსფერი