დაბრუნდა და პირველივე შეხვედრა დათმო - ბასილაშვილი სარდინიის ტურნირს გამოეთიშა
კალიარიში, სარდინიის ღია პირველობის1/16-ფინალში ავსტრალიელმა თანასი კოკინაკისმა, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 111-ე ადგილზეა, ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი ორ სეტში 6:4, 6:3 დაამარცხა.
შეხვედრა 1 საათი და 23 წუთი გრძელდებოდა. ბასილაშვილმა, რომელიც მარტის შემდეგ კორტზე პირველად გამოჩნდა, მხოლოდ ერთხელ გამოიყენა ბრეიკ-პოინტი, თავისი მოწოდება ოთხჯერ დათმო. ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და ორმაგი შეცდომა არ დაუშვია.
სარდინიის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 200 000 ევროს შეადგენს.
ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 426 ქულით 138-ე პოზიციაზე დაქვეითდა, ავსტრალიელს მესამედ შეხვდა და ყველა შეხვედრა კოკინაკისის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტში ინდიან უელსის მასტერსზე ბასილაშვილი პირველივე შეხვედრაში პედრო კაჩინთან დამარცხდა. ამავე თვეში, მსოფლიოს 164-ე ჩოგანთან, ბრაზილიელ ფელიპე ალვეშთან სამ სეტში 4:6, 6:1, 1:6 დამარცხდა, რის გამოც მაიამის მასტერსზე ვერ იასპარეზა.