რონალდუს ალ-ნასრის დატოვება უნდა | შესაძლოა რეალში დაბრუნდეს
El Nacional-ის ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ დატოვება სურს. ესპანური გამოცემის ცნობით, არის შანსი, პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდეს და კლუბის ელჩი ან მმართველი გუნდის წევრი გახდეს.
EL Nacional-ს თუ დავუჯერებთ, რონალდუს საუდის არაბეთთან და ახალ კულტურასთან ადაპტაცია ძალიან გაუჭირდა. ამასთან, ენობრივი ბარიერიც სერიოზულ პრობლემად იქცა და კრიშტიანუს „რეალში“ დაბრუნება სურს, სადაც 9 წელიწადი გაატარა.
როგორც ირკვევა, „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზადაა, მას კლუბის საპატიო ელჩის სტატუსი ან მმართველი საბჭოს წევრობა შესთავაზოს. EL Nacional-ის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, დიდი შანსია, პორტუგალიელმა ადგილსამყოფელი გამოიცვალოს.
შეგახსენებთ, რომ „ალ-ნასრის“ მაისურით რონალდუმ 15 მატჩის გამართვა მოასწრო და მის ანგარიშზე 12 გოლი და 2 შედეგიანი გადაცემაა. კრიშტიანუმ ბოლოს თავი „ალ-რაედის“ წინააღმდეგ გამოიჩინა, ანგარიში გახსნა და 3-მატჩიანი მშრალ სერიას წერტილი დაუსვა.