ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ურთულესი პერიოდი უდგას“ - რას წერს Goal Italia ხვიჩაზე

ცნობილმა გამოცემამ, Goal Italia-მ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა. Goal Italia-ს თქმით, „კვარას“ ურთულესი პერიოდი უდგას, მაგრამ რაიმე სახის კრიზისზე საუბარი არ შეიძლება.

„თუ კვარაცხელია არ ირთვება, ნაპოლი ვერ იგებს. ქართველ ფეხბურთელს დიდი ხანია, შედეგიანი ქმედება არ ჰქონია და მიმდინარე სეზონში, ყველაზე რთული პერიოდი უდგას. სალერნიტანასთან გამართული მატჩის შემდეგ, კვარა იმედგაცრუებული იყო. ნაპოლის საჩემპიონო ზეიმი გადაიდო, მარცხენა ფლანგზე, ქართველი შემტევის რამდენიმე გაელვებამ კი ოჩოას პრობლემები ვერ შეუქმნა.

კვარას, რომელიც მიმდინარე სეზონის ნაპოლის დამატებითი იარაღია, შედეგიანი ქმედება ბოლო 7 შეხვედრაში არ ჰქონია. ეს მისთვის უჩვეულო რამაა, რადგან სერია A-ში და ჩემპიონთა ლიგაზე, 14 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა აქვს გაფორმებული. 77-ე ნომრის ბოლო გაელვება 19 მარტით თარიღდება. მაშინ კვარაცხელიამ იუვენტუსს პენალტი გაუტანა და ნდომბელეს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მას შემდეგ იყო უფერული თამაშები და მილანთან გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის ტვირთი.

იმის ნაცვლად, რომ ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ოსიმენთან საერთო ენა გამოენახა, ხვიჩას სპრინტები შედარებით პროგნოზირებადი გახდა და რჩება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესისას, ძველებურად ძლიერი აღარაა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, კრიზისზე საუბარი არ შეიძლება და გასაგებია, რატომ უდგას პერიოდი, როცა ვერ კაშკაშებს. სავარაუდოდ, მაღალი სისწრაფით ჩავლილმა სეზონმა ფსიქოლოგიური პრობლემებიც გააჩინა, მაგრამ მიმდინარე გათამაშება ნაპოლის ისტორიაში შესვლის საშუალებას აუცილებლად მისცემს. ოღონდ, რამდენიმე დღის შემდეგ“,- წერს იტალიური გამოცემა.

ცნობისთვის, 32 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 79 ქულით პირველ ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ „ლაციოს“ 18 ქულით უსწრებს. „პარტენოპეის“ 1 ქულის აღება სჭირდება, რათა ჩემპიონობა გაიფორმოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“
თოფურია ემეტზე: „ყველაფერში ვჯობივარ, რომ მომინდეს, ჭადრაკშიც მოვუგებ“